Общее·количество·просмотров·страницы

пятница, 1 апреля 2016 г.

რეფლექსია

დღე პირველი

ინტელის ტრენინგზე - "პროექტზე დაფუძნებული სწავლება" გავეცანი ტრენინგ-მოდულის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, გავეცანი ტრენინგის ელექტრონულ სახელმძღვანელოს "Education Viewer" და მასში მუშაობის პრინციპებსა და ელემენტებს, ჩემთვის ამ სახელმძღვანელოში მუშაობა სიახლე იყო, გავეცანი ამ მოდულის დამატებით რესურსებს, ჩამოვტვირთე ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეში, რომელშიც შევქმენი ქვესაქაღალდეები, ვიმუშავე  ტექსტურ რედაქტორში Word-ში, gmail-ში და blogger-ში, გავეცანი პროექტის გეგმის შაბლონსა და გეგმის ნიმუშებს.
ტრენინგი იყო საინტერესო.
ჯერ კიდევ ვერ შევარჩიე პროექტის თემა.




დღე მეორე

დღეს პროექტის სავარაუდო თემა როგორც იქნა შევარჩიე. შესაძლოა შევცვალო თემა.
ტრენინგზე განვიხილეთ პორტფელიოს შეფასების რუბრიკა და ზოგადად შეფასების რუბრიკები და მათი დანიშნულება, ასევე განვიხილეთ პროექტის ბროშურის შექმნის პროცესი, მათ შორის ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში და დაწვრილებით განვიხილეთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, ასევე გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს მოდული 2-ის რესურსებს, ესგ-ის საგნობრივ სტანდარტს, მის მიზნებსა და ამოცანებს, ვიხილეთ პრეზენტაცია საკვანძო კითხვების დასმის შესახებ, გვაქვს შესასრულებელი ზღვა დავალება. ამის შემდეგ აღარ მივცემ ბავშვებს ბევრ დავალებებს.
ყველაფერი გავიგე და კმაყოფილი ვარ.
მომავალ შეხვედრამდე.



დღე მესამე

დღეს დავალება მქონდა შესრულებული ანუ შევსებული მქონდა პროექტის გეგმის შაბლონის სტანდარტი, მიზნები და ამოცანები, შევცვალე ბევრი რამ ტრენინგის მსვლელობისას, მათ შორის პროცედურები მქონდა ჩამოთვლილი პროექტის მოკლე შინაარსში, ვფიქრობ ჩემი შერჩეული თემა გლობალურია და ზოგადი, სჯობს არჩევანი შევაჩერო უფრო მცირე მასშტაბებზე. დღეს ჩემთვის სიახლე არ იყო ვორდის ინსტრუმენტები, ასევე ვიცნობდი ელექტრონულ ვიდეო პორტალს, რომელსაც ხშირად მივმართავ ხოლმე,
დღეს ასევე გავიხსენეთ შეფასების ორ ტიპი: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, მათი გამოყენების ინსტრუმენტები, შევეხეთ შეფასების დროის ჩარჩოს ზედაპირულად, სახლში გავეცნობი მეორე მოდულის მესამე ქვეთავს ძირფესვიანად, პროექტის გეგმაში შევავსებ შეფასების დროის ჩარჩოს და იქნებ პარასკევამდე ჩემი ნანატრი თემაც აღმოვაჩინო და მეც შევძახო "ევრიკა"...
დავალებას შევასრულებ უეჭველი...
ძალიან დავიღალე...


დღე მეოთხე

დღეს ტრენინგის პირველ ნახევარში გავეცანით გუგლეს - ღრუბლოვანი სისტემების  სერვისებს, გაზიარებას ფაილებისა და საქაღალდეებისა, გავარკვიეთ შეფასების ბუნდოვანი საკითხები და მეორე ნახევარში შევქმენით კითხვარები Google form-ის დახმარებით, იყო სახალისო პროცესი, მაქვს დავალება - პროექტის პროცედურების შევსება.


დღე მეხუთე

დღეს დავალების გადახედვის შემდეგ გავეცანით დისკზე ატვირთული პორტფოლიოს ლინკის ჩემს ბლოგზე გამოქვეყნების პროცედურებს, მისი განლაგების დიზაინის მრავალფეროვნებას.  ასევე ვისაუბრეთ ინტერნეტში ინფორმაციის სანდოობის ხარისხის დადგენის ხერხებსა და ვარიანტებს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ შევარჩიოთ სანდო ინფორმაცია.
დღეს ჩემთვის საინტერესო და ახალი მასალა გავიაზრე, საკმაოდ ბუნდოვანი შეხედულება მქონდა, არ ყოფილა რთული.


დღე მეექვსე

დღეს გავეცანით მოსწავლის ნიმუშის საქაღალდის არსს ელექტრონულ პორტფელიოში და ვიმუშავეთ POWERPOINT-ის "უკიდეგანო სივრცეში" მოსწავლის ნაშრომის მოსამზადებლად, დავიწყეთ სლაიდშოუს მომზადება და სავარაუდოდ დავასრულებთ სახლში. ასევე  ტრენერმა გადაგვანაწილა ჯგუფებში და ჩამოვაყალიბეთ  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები, რომლის პრეზენტაციამ  კრიტიკის ქარცეცხლი გამოიწვია,  ისე "გაგვიტაცა ასერტულობისკენ" სწრაფვამ.
ინტერნეტი ცუდად მუშაობდა, მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა.


დღე მეშვიდე

დღეს ისევ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, მგონი დავასრულე, შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებების ლეგიტიმაციის საკითხებზე, გავეცანით საავტორო უფლებების საქღალდეში ლინკების ატვირთვას, შემდეგ განვიხილეთ იუთუბიდან ვიდეოს და აუდიო ფაილების ჩამოტვირთვა, მოჭრა, დამუშავება, გვაქვს დავალება: მოსწავლის ნამუშევრის - პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის შექმნა.



დღე მერვე

პრეზენტაცია განვიხილეთ დაწვრილებით, ვისაუბრეთ სხვადასხვა ტიპის დიაგრამების აგების შესახებ,  შემდეგ ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის სტილისტურ მხარეზე, დავაკონკრეტეთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასწავლებლის პრეზენტაცია, მინიმუმ 9 სლაიდს მაინც უნდა შეიცავდეს თავისი თემატიკის გათვალისწინებით.
გავიარეთ ვიდეოს ჩასმა სლაიდებში. ასევე აუდიო მასალის ჩასმა მთელი პრეზენტაციის ფონად. გვაქვს დავალება - მოვემზადოთ შემდეგ, ბოლო ტრენინგზე მასწავლებლის პრეზენტაციისათვის. მე პირადად სასწავლო გეგმა მაქვს გადასახედი, დღეს საინტერესო ტრენინგი იყო, ნაყოფიერი. მაქვს გასარჩევი ბოლომდე ინტელის სახელმძღვანელო...



დღე მეცხრე

არავინ ჩქარობს, დღეს უნდა დავასრულოთ ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრები, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ტრენერი გვყავს - ბატონი ირაკლი.
დღევანდელ ტრენინგზე შევეხეთ ელექტრონული სახელმძღვანელოს ინსტრუმენტებს, გაზიარებასა და დიზაინს. ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიოები საბოლოო სახით, თუმცა მე მაინც მაქვს მოსაწესრიგებელი წვრილმანი საკითხები. გავაკეთეთ ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი კომენტარი ტრენინგის მონაწილე მასწავლებლების შესახებ. ბოლოს თითოეულმა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია და იმდენად საინტერესო პროცესი იყო, რომ უკვე რვა საათია, ტრენინგი უკვე დასრულებული უნდა იყოს და ჩვენ კიდევ ოთხი მასწავლებლის პრეზენტაცია უნდა მოვისმინოთ.
დღეს გამოჩნდა ჩვენი 9 დღიანი შრომის ნაყოფი.
გემშვიდობებით, მომენატრებით, წარმატებებს გისურვებთ.
მომავალ აღდგომის დღესასწაულს გისურვებთ, უფლის მშვიდობა არ მოგკლებოდეთ...








3 комментария:

  1. როგორც რეფლექსიიდან ვხვდები, ბევრი დავალების მიცემა ცუდია :D
    გმადლობთ, გავითვალისწინებ :)

    ОтветитьУдалить
  2. როგორც რეფლექსიიდან ვხვდები, ბევრი დავალების მიცემა ცუდია :D
    გმადლობთ, გავითვალისწინებ :)

    ОтветитьУдалить
  3. პროექტის გეგმაში ჯერ-ჯერობით არ არის პროცედურები აღწერილი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროექტის ხანგრძლივობა გაქვს 12 გაკვეთილი, საკმაოდ დიდი სამუშაო გელის :)
    წარმატებები
    P.S. რეფლექსიაში გიწერია და "ფუფლეს" კითხვარები რა არის?

    ОтветитьУдалить